ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოწიონ, მიირთვან და დალიონ იმდენი, რამდენიც გაუხარდებათ - ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრი

საქართველო, თბილისი - 12:04 | 08.05.2019
ნანახია: 858

ნორვეგიაში, ახლადარჩეული ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც განაცხადა, რომ მწეველი ადამიანები გარიყულები არიან და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება დალიონ, მოწიონ და მიირთვან იმდენი, რამდენიც გაუხარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სილვი ლისტოგი, პოპულისტი, ანტი იმიგრაციული ხედვების მქონე პოლიტიკოსია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ნორვეგიაში 2019 წლის 3 მაისიდან იკავებს.

ლისტოგის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ცოდნა არ გააჩნია.

„ჩემთვის, სამოქალაქო ჯანდაცვის საწყისი ძალიან მარტივია. მე არ ვგეგმავ მორალური პოლიტიკის გატარებას და არც ვაპირებ ადამიანებს ვუთხრა როგორ იცხოვრონ. მაგრამ მე მათ დავეხმარები ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოწიონ, მიირთვან და დალიონ იმდენი, რამდენიც გაუხარდებათ. შესაძლოა მთავრობამ ინფორმაცია გასცეს, თუმცა საზოგადოებამ უკეთ იცის რა არის ჯანსაღი და რა მავნებელი“, - განაცხადა ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრმა, სილვი ლისტოგიმ ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ინტერვიუში ლისტოგიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ეწევა, თუმცა მცირე რაოდენობით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე