სტოუნჰენჯის გაუჩინარებული ქვა 60 წლის შემდეგ იპოვეს | ფოტო

საქართველო, თბილისი - 11:30 | 08.05.2019
ნანახია: 1927

1958 წელს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სტოუნჰენჯის გული, ერთი მეტრის სიგრძის პრეისტორიული ქვა, გაუჩინარდა. წლების განმავლობაში, არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი, ვიდრე 90 წლის არქეოლოგმა, რობერტ ფილიფსმა, ამავდროულად თავდაპირველ გათხრებში მონაწილემ, ქვის უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

1958 წელს, სტოუნჰენჯის წარმომავლობის ძიების დროს, ორი ჰორიზონტალური ქვიდან ერთ-ერთზე ბზარი შეიმჩნეოდა, რაც მრავალტონიანი მონუმენტის შესაძლო ჩამოშლას ან დაზიანებას მოასწავებდა. სწორედ ამ დროს მოიხსნა მესამე, ორი ჰორიზონტალური ქვის დამაკავშირებელი ნაწილი, რომელიც მალულად ჯერ არქეოლოგის ოფისში, ინგლისში, ხოლო შემდგომ ფლორიდაში, მის სახლში გაემგზავრა.

გათხრების შემდგომ, რობერტ ფილიფსმა ბრილიანტების სამჭედლო, Van Moppes-ში დაიწყო მუშაობა, რომელიც სტოუნჰენჯისთვის, მეტალის ძგიდებს ამზადებდა. ბედის ირონიაა, მაგრამ სწორედ ფილიფსმა ჩამოიტანა მეტალის სამი ძგიდე ფლორიდიდან დიდ ბრიტანეთში დაზიანებული ქვების გასამაგრებლად . მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, თუმცა რობერტ ფილიფსმა, რატომღაც 90 წლის იუბილის აღნიშვნისას მოიწადინა საიდუმლოს გამხელა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი არტეფაქტის თავის ადგილზე დაბრუნება.

სტოუნჰენჯი, ინგლისის ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მჭიდრო მონუმენტების კომპლექსის ცენტრია, რომელიც მოიცავს ასეულობით სამარხს.

არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმოსადეგი ქვის მონუმენტი ძვ. წ. 2500 წლების ფარგლებში აღიმართა.მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ იგი ძვ. წ. 3000 წელზე ადრეა აღმართული. გარს შემოვლებული მიწაყრილი, რომელიც მონუმენტის ყველაზე ადრეულ ეტაპს წარმოადგენს, ძვ. წ. 3 100 წლით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, არქეოლოგებმა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სტოუნჰენჯი ადრეული ადამიანებისთვის სამარხის როლს ასრულებდა. აღმოჩენილია ადამიანის კრემაციის ნარჩენები, რომლებიც ძვ. წ. 3000 წლით თარიღდება, ანუ იმ დროით, როდესაც სტოუნჰენჯის თავდაპირველი კომპონენტები - მიწაყრილები შექმნეს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე