ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის - ირაკლი სესიაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 11:09 | 08.05.2019
ნანახია: 840

ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება, გამოძიებას უნდა დაველოდოთ, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს.

„იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ყველამ ერთად ვიხილეთ. თავისთავად ცხადია, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიში პარლამენტის სესიაზე, სადაც მათ შორის საუბარი იყო ბერი სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე და იმ ჯგუფთან გარკვეულ კავშირებზე. აქაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის. დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერაქტის ორგანიზების გზით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე