სროლა კოლორადოს სკოლაში - 1 დაღუპული და 8 დაჭრილი

საქართველო, თბილისი - 11:00 | 08.05.2019
ნანახია: 951

ამერიკის კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის გარეუბანში მდებარე სკოლაში ორი ახალგაზრდა შეიჭრა და ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა ცხრა მოზარდი, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. იუწყება The Denver Channel-ი.

ცნობილა, რომ ორივე მსროლელი ამავე სკოლის მოსწავლეა. ისინი სკოლის შენობაში სხვადასხვა შესასვლელიდან იმ დროს შევიდნენ, როდესაც გაკვეთლები მიმდინარეობდა და მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნეს.

როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, სროლა ისევ გრძელდებოდა, მასწავლებლებს კი ბავშვები შენობიდან გაყავდათ.

სამართალდამცველებსა და დამნაშავეებს შორის ორმხრივი სროლა დაიწყო. ორივე მსროლელი დაკავებულია.

ყველა დაშავებული მოზარდია, მათგან ყველაზე უფროსი 15 წლისაა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივმა შერიფმა ერთ-ერთი მსროლელის ვინაობა დაასახელა - ის 18 წლის დევონ ერიქსონია, მანამდე ის მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის იყო დაკავებული, სხვა სერიოზულ დანაშაულში მხილებული არ ყოფილა.

სკოლა STEM-ი, სადაც სროლა მოხდა, ცნობილ კოლუმბაინის სკოლასთან ახლოს მდებარეობს, სადაც 20 წლის წინ ერიკ ჰარისმა და დილან კლიბოლდმა თანაკლასელები დახოცეს. მაშინ 12 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა, დაიჭრა კიდევ 23 ადამიანი. ერიკმა და დილანმა თავი მოიკლეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე