გერმანიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 08.05.2019
ნანახია: 664

გერმანიაში ოცი ადამიანი დაშავდა მატარებლისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად. ინციდენტი შლეზვიგ-ჰოლშტეინის ფედერალურ ოლქში მოხდა.

დაშავებულთა შორის ხუთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოებში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

მომხდარის გარემოებები დგინდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე