ირანმა ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება ნაწილობრივ შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 09:56 | 08.05.2019
ნანახია: 644

ირანმა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთისა და რუსთის ელჩებს აცნობა, რომ ბირთვული პროგრამის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთი ვალდებულების შესრულებას წყვეტს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ წერილობით აცნობა ამ ქვეყნების ელჩებს, რომლებიც ამ დროისთვის შეთანხმების ერთგულნი არიან.

მანამდე სააგენტო ISNA იტყობინებოდა, რომ ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი თეირანის კონტრზომების შესახებ გამოაცხადებდა, რომელიც აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას უკავშირდება. სააგენტოს მონაცემებით, გეგმა, რომელსაც როუჰანი სავარაუდოდ გამოაცხადებს, ამ მომენტისთვის არ ითვალისწინებს ირანის გასვლას ბირთვული შეთანხმებიდან, თუმცა, შესაძლოა, საუბარი იყოს ირანის მხრიდან შეთანხმების ფარგლებში ვალედბულებების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ.

აშშ-მა 2018 წლის 8 მაისს ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისა და ქვეყნის წინააღმდეგ ყველა სანქციის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ვაშინგტონი ირანის ნავთობის ექსპორტის ნულამდე დაყვანას გეგმავს და მის მყიდველებს მოუწოდებს უარი თქვან ირანის ნავთობის შეძენაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე