თუ ვაშინგტონი ირანს დაუპირისპირდება, თავს მთელი ძალით დავიცავთ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო, თბილისი - 17:07 | 07.05.2019
ნანახია: 800

თეირანს ვაშინგტონთან ომი არ სურს, მაგრამ თავს დაიცავს, თუ აშშ ირანთან დაპირისპირებას პირველი დაიწყებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

 „როგორც ჩანს, ისინი, ვინც ერაყთან აშშ-ის ომი დაიწყო 2003 წელს, კვლავ ისწრაფვიან სხვა ომის დაწყებისკენ, ახლა უკვე ირანთან. ეს მათივე თვითმკვლელობაა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავრობაში ზოგიერთი პირი ასეთი ომის დაწყებისთვის ძალისხმევას არ იშურებს, რაც მათთვის თვითმკვლელობა იქნება“, - განაცხადა ზარიფმა.

 „ირანს არასდროს სურდა ომი. მაგრამ თუ აშშ ირანთან ნებისმიერ დაპირისპირებას წამოიწყებს, მთელი ძალით დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს და ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მინისტრმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ირანის სანაპიროებთან ავიამზიდის „აბრაამ ლინკოლნს“ და ბომბდამშენებს აგზავნის. მისი თქმით, ამგვარად, ვაშინგტონი უგზავნის „ნათელ სიგნალს ირანის რეჟიმს იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების ინტერესებზე ნებისმიერ თავდასხმას დაუნდობელი ძალებით შეხვდებიან“.

მანამდე ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ  აშშ-ის გადაწყვეტილების ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ საპასუხოდ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ტერორისტული ორგანიზაცია უწოდა, შეერთებულ შტატებს კი „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე