„ რუსთავი 2“-ს აქვს შეუზღუდავი საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი მათ შორის, ლანძღვა და გინება პირდაპირი ეთერიდან - მაია ცქიტიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:43 | 07.05.2019
ნანახია: 862

ეს არის კვლავ მორიგი მცდელობა "რუსთავი 2"-ის მხრიდან შეცდომაში შეიყვანოს როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რუსთავი ორის საქმეზე.

“შევაფასებ როგორც მორიგ სცენარს "რუსთავი 2"-ისგან რომ წარმოაჩინოს, რომ თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი, მაშინ, როდესაც მშვენივრად ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 არაერთხელ აანონსებს რაღაც შეტევას "რუსთავი 2"-ზე, მაგრამ ამავე პერიოდის განმავლობაში „რუსთავს“ აქვს შეუზღუდავი საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი და მეტსაც გეტყვით, რომ მისი აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. მათ შორის, ლანძღვა და გინება პირდაპირი ეთერიდან. ასე, რომ ალბათ, ყველანი ვრწმუნდებით იმაზე, რომ "რუსთავი 2"-ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, და ეს არის კვლავ მორიგი მცდელობა "რუსთავი 2"-ის მხრიდან შეცდომაში შეიყვანოს როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე