საქართველო უერთდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 16:39 | 07.05.2019
ნანახია: 702

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის 10 წლისთავს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„დღეს საქართველო უერთდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს. 10 წლის წინ, 7 მაისს, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ დავაარსეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“. დღეს კი ჩვენ სიამაყით აღვნიშნავთ ჩვენი მტკიცე პარტნიორობის და ერთობლივი წარმატებების მე-10 წლისთავს“,- წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე