მაშველებმა ესპანეთის სანაპიროსთან 200-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:36 | 07.05.2019
ნანახია: 814

მაშველებმა ესპანეთის სანაპიროსთან 200-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ნავებით ევროპის სანაპიროებთან მიღწევას ცდილობდნენ.

ოთხი ნავი ტრაფალგარის რაიონში იპოვეს. მაშველების თქმით, საუბარია 205 მიგრანტზე, რომელთაგან 35 არასრულწოვანია. მიგრანტები ალხესირასის პორტში მიიყვანეს. ისინი ტუნისიდან, ალჟირიდან და მაროკოდან არიან.

წლის დასაწყისიდან  ხმელთაშუა ზღვის მეშვეობით ესპანეთამდე 8 ათასმა მიგრანტმა მიაღწია. 137 დაიღუპა. მიგრანტების საერთო რაოდენობამ, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთეს 16 806 ადამიანი შეადგინა, დაიღუპა 401.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე