თურქეთის ოპოზიცია სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებში მონაწილეობისათვის მზად არის

საქართველო, თბილისი - 14:56 | 07.05.2019
ნანახია: 851

თურქეთის ოპოზიციურმა სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც ცნობილია, თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენელმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა და ხელახალი არჩევნები 23 ივნისს დანიშნა. მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენლის რეჯებ ოზელის თქმით, შედეგების გაუქმება გამოწვეულია 31 მარტს გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მრავალრიცხოვანი დარღვევებით.

 „ბოიკოტი არ იქნება, გადავწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობა“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიის განცხადებაში. იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნებში ხმების 48,8 პროცენტი მიიღო და მმართველი პარტიის წარმომადგენელს ბინალი ილდირიმს 13 729 ხმით აჯობა. მმართველმა პარტიამ შედეგები გაასაჩივრა, რის შემდეგაც რამდენიმე საარჩევნო უბანში ხმების გადათვლა მოხდა. იმამოღლუ თავისი უფელებამოსილების შესრულებას 17 აპრილს შეუდგა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მმართველი პარტიის აპელაცია დააკმაყოფილა და არჩევნების შედეგები გააუქმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე