ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 12:11 | 07.05.2019
ნანახია: 913

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი იქნება.

8-9 მაისს კვლავ დროგამოშვებით იწვიმებს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +25, +30 ფარგლებში შენარჩუნდება.

თბილისში 7-9 მაისს ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე