სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშა გადაეცათ

საქართველო, თბილისი - 11:21 | 16.12.2015
ნანახია: 1525

დიდუბის რაიონში მცხოვრებ 240-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს დიდუბის რაიონის გამგეობამ ზამთრის პერიოდში დახმარების სახით შეშა გადასცა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სათბობი შეშის შესაძენად რაიონის გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტისთვის 64,000 ლარია გამოყოფილი.
თითოეულ ოჯახზე 2.5 კუბური მეტრი, მაღალი ხარისხის შეშაა გათვლილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე