აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა ან დამატება დღეს 18 საათამდე შეეძლებათ

საქართველო, თბილისი - 11:04 | 07.05.2019
ნანახია: 691

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  აბიტურიენტებს 2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა. მაგალიტად,  თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარების გამოცდა ქართულად შეიძლება მან ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად, ან სომხურად და ა. შ.).
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (7 მაისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე