მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვდგევარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას - ნინო სუხიშვილი

საქართველო, თბილისი - 09:53 | 07.05.2019
ნანახია: 828

"მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას", - განაცხადა ნინო სუხიშვილმა, ტელევიზია "ერთსულოვნების" ეთერში 17 მაისს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით.

"მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და აგრესიის, ყველა ფორმის გამოვლენის. წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს. მე ვთვლი რომ სამების წინ კონცერტი... საერთოდ სამების სავანე ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ.

ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას", - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე