თბილისში ძლიერი ქარის შედეგად სახლები დაზიანდა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 16.12.2015
ნანახია: 1444

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა. ჩხიკვაძის და დადიანის ქუჩებზე სახლის სახურავები დაზიანდა, რასაც კედლის ნაწილის ჩამონგრევაც მოყვა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, არსებობს საშიშროება, რომ კედელი მთლიანად ჩამოინგრეს, რასაც შესაძლოა სავალალო შედეგი მოყვეს.

რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა ასევე იმერეთის ქუჩაზეც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლებიც. ისინი მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებასა და დაზიანებული სახლების აღდგენას დაპირდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე