ქეთევან ციხელაშვილი პანკისში მოსახლეობას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:43 | 06.05.2019
ნანახია: 687

პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოსახლეობას შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის დიალოგი გაგრძელდება.

ჯოყოლოში გამართულ შეხვედრას 50-მდე პანკისელი ესწრებოდა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია. აბსოლუტურად დაუშვებელია ძალადობა ან ისეთი ეპიზოდი, რომელიც მოხდა 21 აპრილს ხეობაში. ამაზე არსებობს საერთო შეთანხმება”, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

პანკისელებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ არ უნდა მოხდეს 21 აპრილის მოვლენებში მონაწილე პანკისელების დაკავება.

“სახელმწიფოს თვითმიზანი დასჯა არ არის. არსებობს კანონი. მიმდინარეობს პროცესი. სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ ვერანაირ მტკიცებით განცხადებებს. მე შემიძლია მხოლოდ განწყობის თაობაზე მოგახსენოთ. ზოგადად ის, რომ ჩვენ არავინ არ უნდა დავარღვიოთ კანონი, კანონი არის იმისთვის, რომ ყველა მოქალაქე დაიცვას და კანონი არ არის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში ვინმეს წინააღმდეგ, ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. ვფიქრობ, რომ ამაზე მოსახლეობასთან თანხვედრი ხედვები გვქონდა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე