ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ტურისტების რაოდენობას გაასამმაგებს - მამუკა ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 16:24 | 06.05.2019 ნანახია: 784ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას მინიმუმ გაასამმაგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ სოფელ კინჩხაში განაცხადა, სადაც ახლად აშენებული ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ბუნების ძეგლზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვიზიტორთა ცენტრის გარდა, მოეწყო ბილიკები და გადასახედი პლატფორმები, რაც ბუნების ძეგლის დათვალიერებას მეტად უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის. ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარით დაფინანსდა.
„ჩვენ გავაფართოვეთ ოკაცეს კანიონის პროექტი, რომელიც ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, სოფელ კინჩხაში მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, მინიმუმ გავასამმაგებთ ტურისტების რაოდენობას ამ ულამაზეს კუთხეში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში კიდევ მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის – სკოლების რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს მომავალში პროფესიული გადამზადების ცენტრი გაიხსნება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა, ყველა კუთხეში იყოს ისეთი ტიპის პროფესიული სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებული ახალგაზრდებიც მოკლე ვადაში დასაქმდებიან.
„ხონში ახალგაზრდულ ცენტრს ავაშენებთ. ასევე, იგეგმება ხონის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია და ბევრი სხვა პროექტი. მე გავეცანი იმ პროექტებს, რომელიც სოფლის მეურნეობაში დავაანონსეთ. ხონი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიციარია. ჩვენ გვჭირდება, გავასამმაგოთ ის ციფრები და შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა