ახლა ჩემთვის საქართველოს გადარჩენის საკითხი პირველ ადგილზეა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:56 | 06.05.2019
ნანახია: 934

უკრაინა ჩემს სახლად მიმაჩნია, თუმცა, ბუნებრივია, ახლა ჩემთვის საქართველოს გადარჩენის საკითხი პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, „ბელსატ ტივის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.

„მიმაჩნია, რომ საჭიროა საქართველოს გადარჩენა. ახლა დაკავებული ვარ მთელ მსოფლიოში ქართველი ემიგრანტების კონსოლიდაციით. 12 მაისს დიდი ყრილობა გვაქვს მიუნხენში. ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს, დავაბრუნებთ მას სწრაფი განვითარების ლიანდაგებზე. მიმაჩნია, რომ უკრაინა იქნება ჩვენი რეგიონის ზესახელმწიფო, თუმცა მაინც, ნებისმიერ პირობებში, საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყანა, უკრაინის ზესახელმწიფოებრიობის პირობებშიც კი, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი სწორ გზაზე დაყენება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი. საქართველო იქნება ჩვენი რეგიონის სინგაპური, დუბაი, ჰონგ-კონგის დემოკრატიული შეფერილობით. უკრაინა კი იქნება ახალი ზესახელმწიფო. უკრაინაში არის ადამიანი, რომელიც ამით დაკავდება. უკრაინა ჩემს სახლად მიმაჩნია, თუმცა, ბუნებრივია, ახლა ჩემთვის საქართველოს გადარჩენის საკითხი პირველ ადგილზეა. თუმცა ეს არ აუქმებს კიევში ჩასვლის ჩემს გეგმებს. ამის შემდეგ კი აუცილებლად გავემგზავრები საქართველოში, თბილისში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე