მეგან მარკლი და პრინცი ჰარი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადასვლას აპირებენ

საქართველო, თბილისი - 12:50 | 06.05.2019
ნანახია: 1157

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, რომლებიც მშობლები უახლოეს დღეებში უნდა გახდნენ, კალიფორნიაში საცხოვრებელ სახლს ეძებენ. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. The Sun-ის ცნობით,  ბავშვის დაბადებისთანავე სასექსის ჰერცოგები უინძორის სასახლის დატოვებას აპირებენ.

გამოცემის ვერსიით, სასექსის ჰერცოგინიას სამშობლოში, კერძოდ კი ლოს ანჯელესში დაბრუნება სურს. მეგან მარკლი იმ ადგილთან ახლოს იცხოვრებს, სადაც თვითონ გაიზარდა და ახლა იქ დედამისი დორია რეგლენდი ცხოვრობს. ამის შესახებ გამოცემას სამეფო ოჯახის წყარომ განუცხადა.

 „მას უყვარს ეს ქალაქი, ცხოვრების ეს სტილი და ადგილობრივი კლიმატი... ბოლოსდაბოლოს ის ხომ კალიფორნიელი გოგონაა და აქ ის თავისუფლად სუნთქავს. ჰოლივუდი მის გენებშია. სწორედ აქ სურდა მას ყოველთვის დაფუძნება. ის ჰერცოგინიაა დიდ ბრიტანეთში, მაგრამ შეუძლია იყოს დედოფალი ლოს ანჯელესში“, - განაცხადა ინსაიდერმა.

წყაროს თქმით, მეგან მარკლი ბუკინგემის სასახლეში დიდ ზეწოლას განიცდის და სურს უფრო მეტი თავსიუფლება. აშშ-ში ის თავს განებივრებულად იგრძნობს.

მისივე თქმით, ნიუ-იორკში მისი მომავალი დაბადების დღისთვის გამართულ საღამოზე, რომელიც მისთვის მეგობარმა გამართა, მეგანს თავსიუფლად ეცვა, და ისე იქცეოდა, როგორც ჰოლივუდის ცნობილი სახე და არა როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე