სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 06.05.2019
ნანახია: 656

უამინდობამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდი­ნა­რე ალა­ზან­მა ჯებირები გაარღვია და კა­ლა­პო­ტიდან გადმოვიდა. დატ­ბო­რილია სა­სოფ­ლო სა­მეურნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი, დაზიანებულია სოფლის შიდა გზები.

სტიქიამ ყველაზე მეტად ილტოს და ორვილის ხეობის მიმდებარე ტერიტორია დააზიანა.

არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადლები. ად­გილ­ზე მობილიზებული იყო ტექ­ნი­კა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომ­დე ინტენსიურად მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე