საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო
საქართველო, თბილისი - 14:50 | 03.05.2019 ნანახია: 753საქართველოს ბანკი კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჩატარებული ყოველწლიური კონკურსის „CSR ჯილდო 2019“-ის გამარჯვებულია. კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. მთავარი კრიტერიუმი რისი მიხედვითაც საქართველოს ბანკმა ჯილდო მიიღო, ეს ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობაა.
“განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოცილური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ბანკი წლებია მხარს უჭერს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ბანკის მიერ 3 402 196 ლარით დაფინანსებულია 509 სტუდენტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. სრულიად ახალ ვებ პლატფორმაზე კი როგორც განათლების ბანკი, თავი მოვუყარეთ სწორედ ასეთი სახის ყველა საჭირო ინფორმაციას მათთვის ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება. მოხარული ვარ, რომ სწორედ ამ ვებპლატფორმით და ხარისხიანი განათლების მხარდაჭერისთვის ბანკმა ეს ჯილდო დაიმსახურა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა www.boe.ge შექმნა. პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები ვებ პლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. www.boe.ge-ზე განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებზე, რომელსაც ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა