ლეღვაში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს

საქართველო, თბილისი - 09:53 | 16.12.2015
ნანახია: 1549

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.

შველი მოსახლეობამ იპოვა და დეპარტამენტს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინა.

გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი ვეტერინართან გადაიყვანეს და მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ, რომ მას დაზიანებები არ ჰქონდა დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ გარემოსდამცველებმა რამდენიმე კვირის უკან, მტირალას ეროვნულ პარკში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქედქედში მოქალაქეების მიერ ნაპოვნი შველი გაუშვეს.

ინფორმაცია, რომ შველი შპს „მაჭახელაჰესის“ ტერიტორიაზე წყალმიმღებთან იყო ჩავარდნილი, დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შევიდა. შველს გარეგანი დაზიანებები ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ ნაპრალში ჩავარდნისას მიიღო. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, შველი რეაბილიტაციის მიზნით ვეტერინართან გადაიყვანეს, მოგვიანებით კი დაცულ ტერიტორიაზე მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე