"ახმეტელის თეატრიდან" მეტროსადგურ "დიდუბემდე" მოძრაობა შეჩერებულია

საქართველო, თბილისი - 12:26 | 03.05.2019
ნანახია: 761

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით.

ამასთან, „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მოძრაობა შეჩერებულია.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება.

რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე