პანამის დროშით მცურავი გემი 65 ათასი ლარით დააჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 03.05.2019
ნანახია: 827

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობის შემცველი წყლებით დააბინძურა.

ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა. დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე