ნარკომოვაჭრე ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი, შესაძლოა, "ქართული ოცნების" საარჩევნო კანდიდატად დასახელდეს

საქართველო, თბილისი - 23:32 | 15.12.2015
ნანახია: 1724

ნარკომოვაჭრე ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი, შესაძლოა,  "ქართული ოცნების" საარჩევნო კანდიდატად დასახელდეს.

ამის შესახებ განცხადება "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ, გადაცემა "არჩევანში" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ადვოკატ მირიან ნიკოლაძეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად ამზადებს.

გარდა ამისა, კილაძე აცხადებს, რომ ადვოკატი, რომელიც ნარკომოვაჭრე ანასტასია ზაუტაშვილის ინტერესებს იცავს, დეპუტატ გედევან ფოფხაძის ახლო მეგობარია.

"მირიან ნიკოლაძის დღევანდელი განცხადება შანტაჟს შეიცავდა. ის ამბობდა, რომ, თუ წლის ბოლომდე რაღაც არ მოხდება, ვიღაც თვითდაზიანებას მიიყენებს. ამ ადვოკატის განცხადებებს არ ვენდობი იმიტომ, რომ ის გედი ფოფხაძის ახლო მეგობარია და ანასტასია ზაუტაშვილის სიჩუმის გარანტი. ნიკოლაძეს საგარეჯოს მაჟორიტარად ამზადებს "ქართული ოცნება", - განაცხადა ელისო კილაძემ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე