თაფლის ლაბორატორიული კვლევა ევროპული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 13:09 | 25.09.2015 ნანახია: 1851სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი თაფლის კვლევების სრულის სპექტრის დანერგვა მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად მეფუტკრეობის დარგის აღორძინებისთვის, ასევე ქართული თაფლის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტირების ხელშეწყობისთვის.
თანამედროვე კვლევის მეთოდებით თაფლის პროდუქტის შემოწმებისას მოხდება ისეთი რთულად გამოსაკვლევი მახასიათებლების განსაზღვრა, როგორიცაა ანტიბიოტიკების და პესტიციდების შემცველობა. აღნიშნულ მახასიათებლებზე კვლევას ევროკავშირი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის საფუძველზე ითხოვს. იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა, საკუთარი პროდუქციის რეალიზება ევროკავშირის ბაზარზე მოახდინოს, ექსპორტირებული საქონელი ამ ქიმიურ ნაერთებს არ უნდა შეიცავდეს.
მეფუტკრეობის დარგის განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ევროკავშირის სტანდარტის კვლევების დანერგვის უზრუნველყოფისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა შეიძინა, რამაც შესაძლებელი გახადა აღნიშნული კვლევების საქართველოში ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ LMA-ში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები აღიარებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ამას განაპირობებს 2014 წლის მარტში ლაბორატორიის მიერ მიღებული ISO 17 025 საერთაშორისო აკრედიტაცია ANAB-დან (ANSI-ASQ National Accreditation Board), რაც საშუალებას აძლევს ლაბორატორიას ჩატარებული კვლევის შედეგები საერთაშორისო მასშტაბით იქნეს აღიარებული.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა DCFTA-ის გათვალისწინებული ვალდებულებაც იყო.
მეფუტკრეობის დარგი, თავისი პოტენციალიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, შემუშავდა პროგრამა, რომელიც მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებას, განვითარებას, ხელშეწყობას და საწარმოო პროცესებში მაქსიმალურ ჩართვას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამის ამოქმედება ხდება საბაზო წერტილიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლაბორატორია თაფლის 1 ნიმუშის ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად კვლევას რეგლამენტით გათვალისწინებულ სრულ სპექტრზე, მეფუტკერობის კოოპერატივებს შესთავაზებს სრულიად უსასყიდლოდ (2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის სურსათის უვნებლობა სავალდებულო მოთხოვნაა არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც, რასაც არეგულირებს „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სურსათის კვლევის დეპარტამენტში მ.წ 1იანვრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, თაფლის ხარისხობრივ კვლევაზე სულ შემოსულია 102 ნიმუში, აქედან 47 ნიმუშს ჩაუტარდა სრული კვლევა. 53 ნიმუში გამოკვლეულ იქნა ნატურალობაზე (ჰიდროოქსიმეთილფურფუროლის აღმოჩენა), საიდანაც მხოლოდ 1 ნიმუში აღმოჩნდა არანატურალური.
ლაბორატორიულ ქსელში თაფლის დიაგნოსტირებისათვის წარმოდგენილი ნიმუში უნდა იყოს არა-ნაკლებ 400 გრამის რაოდენობის და ინახებოდეს სუფთა, დახურულ ჭურჭელში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა