ძვირფასო, ვალოდია - ვახტანგ კიკაბიძე ვლადიმირ ზელენსკის მიმართავს

საქართველო, თბილისი - 16:52 | 02.05.2019
ნანახია: 1890

ქართველმა მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენკისთვის ფეისბუქმიმართვა ჩაწერა და მას თავისი მეგობარი უწოდა.

„ძვირფასო ვალოდია, მაქვს პატივი გიწოდო მეგობარი. მაგრამ დღევანდელი დღიდან, მართლამადიდებლური აღდგომის დღეს გიწოდებ, უფრო სწორად, გიწოდებთ ერთიანი უკრაინის პრეზიდენტს“, - განაცხადა მსახიობმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

კიკაბიძემ აღნიშნა, რომ ზელენსკის მისი მეგობრები და მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. მან არჩეულ პრეზიდენტს ბედნიერება უსურვა. „ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, დიდება უკრაინას“, - აღნიშნა მსახიობმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე