ინფორმაცია გამოძიებიდან ჟონავს - ზვიად ქორიძე

საქართველო, თბილისი - 20:13 | 15.12.2015
ნანახია: 1475

"ინფორმაცია გამოძიებიდან ჟონავს," - ეს განცხადება შეწყალების კომისიის მოქმედმა  თავმჯდომარემ  ე.წ. შეწყალების საქმის შესახებ საუბრის დროს გააკეთა.

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ პროკურატურიდან გასული ინფორმაცია სხვადასხვა პირების ხელში და მედიასაშუალებებში ხვდება. 

"ინფორმაცია გამოძიებიდან ჟონავს გარეთ. ეს ხვდება სხვადასხვა პირებთან, მათ შორის მედიაში. იმედს ვიტოვებ, პროკურატურას კეთილგონიერება ეყოფა და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს," - აცხადებს ზვიად ქორიძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე