სამსახურიდან გამომაგდეთ იმის გამო, რომ პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ - მაია სტეფნაძე

საქართველო, თბილისი - 13:00 | 02.05.2019
ნანახია: 1194

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „სხვა რაკურსის“ მთავარი პროდიუსერის მაია სტეფნაძის თქმით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა.
„ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორს, გიორგი კალანდარიშვილს და ამ ხელისუფლებას მაგრადარ გაუმართლა, რომ მე ზუგდიდელი ქალბატონის, ია კერზაიასავით გული არ გამისკდა.
მე გადავრჩი და ეხლა ვეღარ გამაჩუმებთ!
თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ ,,ფეისბუქზე,, დადებული პოსტის გამო, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობისწინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შეფასების გამო, იმის გამო, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივიპოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ!!თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!! თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სიტყვისადა აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირშიმითხარით, ისე რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის. თავიც კი არ შეიწუხეთ!
ამბავი კი მდგომარეობს შემდეგში: მას მერე, რაც ,,ფეისბუქზე ,,პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღისშემდეგ დამიბარა ,,იმედის,, დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომსამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო... ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვესიმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე.
„იმედის“ ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ მე სანიმუშოდდაგესაჯეთ, რომ ამ ხელისუფლების უტიფრად გამპრავებელი ტელევიზიის ვერც ერთმა რიგითმაპატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნალისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრისთავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს...
არ გამოგივათ!!! გარეთ 21-ე საუკუნეა!!!
ქართველი ხალხი ყველაფერს იტანს...ოღონდ დროებით... სიტყვისა და აზრის თავისუფლებისშეზღუდვა ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა.
მე კარგად ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა არ იქნება მარტივი, რომ წინ მაქვს ათასგვარი ცილისწამებისა დაშეურაცხყოფის ტალღა, მაგრამ ამ ბრძოლას ვიწყებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შევქმნაპრეცენდენტი, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითითანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მე მინდა, რომ სხვებს მივცე მაგალითი ..არ შეიძლება 21-ესაუკუნეში, რაც არ უნდა ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდე, ეს გაგიბედოსვინმემ და მითუმეტეს გაუვიდეს...“, - წერს მაია სტეფნაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე