ხელისუფლება შეცვლილი საარჩევნო ოლქების კორექტირებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 20:00 | 15.12.2015
ნანახია: 1597

ხელისუფლება პირველი მოსმენით მიღებული საარჩევნო ოლქების საზღვრების გადახედვას და ხელახალ კორექტირებას გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.   

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის ის ვარიანტი, რომელსაც პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს, მოსაწონი იყოს ამომრჩევლისთვის და არ გახდეს თავდასხმის და კრიტიკის ობიექტი გარე ძალებიდან, თუ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან," - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ. 

მმართველი გუნდის ინფორმაციით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მეორე მოსმენით პარლამენტში გატანა მიმდინარე კვირის განმავლობაში იგეგმება. 

უმრავლესობის შეხვედრას, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა, მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე