ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 01.05.2019
ნანახია: 1779

ძლიერმა სეტყვამ, თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა. სეტყვა 20 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა,

სტიქიამ შალაურში, კისისხევში, კურდღელაურსა და ვარდისუბანში ვენახები და ნაკვეთები გაანადგურა. ასევე, სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და თელავში რამდენიმე ქუჩაზე ქვა-ღორღი დაგროვდა, შესაბამისად, შეფერხდა ავტომობილების მოძრაობა.

სპეციალური კომისია ზარალს ადგილზე შეისწავლის. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე