საქართველოს პრეზიდენტი 7-8 მაისს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 16:09 | 01.05.2019
ნანახია: 746

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7-8 მაისს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტთან, პრემიერთან, პოლონეთის სეიმისა და სენატის თავმჯდომარესთან.

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდება. დაგეგმილია ასევე, ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე