ეს ხანგრძლივი პროცესი პოზიტიური კანონის მიღებით დავასრულეთ - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 16:05 | 01.05.2019
ნანახია: 684

ეს ხანგრძლივი პროცესი პოზიტიური კანონის მიღებით დავასრულეთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო კანონპროექტია. თუკი რაიმე შეიძლებოდა პოზიტიურიჩაწერილიყო და სასამართლოს წაადგება, ყველაფერი ჩაიწერა. ოპონენტების დღის წესრიგიგასაგებია. ისინი თავისას მიჰყვებიან. მათ სასამართლოში გავლენები სჭირდებათ. მათ პროცესისგაჭიანურება სჭირდება. ოთხთვიან პროცესს ფორსირებულს ეძახიან. ეს ყველაფერი მხოლოდ დამხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებია და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაა, მეტი არაფერი. რეალურად, როგორც იქნა, ეს ხანგრძლივი პროცესი პოზიტიური კანონის მიღებით დავასრულეთ. ახლა მთავარია, ამას ასახვა ჰქონდეს პატიოსანი და ისეთი მოსამართლეების არჩევაში, რომელიცსასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ”, - განაცხადა მდინარაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე