გული მტკივა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, მთავრდება - გედევან ფოფხაძე

საქართველო, თბილისი - 15:46 | 01.05.2019
ნანახია: 764

ადამიანურად გული მტკივა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, ე.ი. პირველი ოქტომბერიმთავრდება, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზეუმრავლესობას მიმართა.

„ძალიან არასწორი მორალური არჩევანი კეთდება დღეს, იმ ადამიანების ინტერესების უპირობოშესრულებისათვის, რომლებმაც სამართლებრივად უზრუნველყვეს სააკაშვილის რეჟიმის არსებობა 9 წლის განმავლობაში და დღეს ჩამოყალიბდა, როგორც კლანი სასამართლოში და ჩვენიმომავლისთვის წარმოადგენს საფრთხეს. გაქვთ ერთი შანსი, დააბრუნოთ მეორე მოსმენაზეკანონპროექტი და შეეცადოთ მაინც, გაითვალისწინოთ რაღაც რეკომენდაციები, რომ ეს მთლიანადსაზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, პროფესიულისექტორის გამოწვევა არ გახდეს. ამ შანსის არ გამოყენება, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ხარაკირია. ადამიანურად გული მტკივა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, ე.ი. პირველი ოქტომბერიმთავრდება. პირველი ოქტომბრისთვის და ადამიანებისთვის, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობდა, განაჩენი გამოგაქვთ იმის გამო, რომ სიამოვნება მიანიჭოთ და შეუსრულოთ შეკვეთა ზონდერმოსამართლეებს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე