ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:01 | 01.05.2019
ნანახია: 791

დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. კობერიძის თქმით, უზენაესისასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის წესის შესახებ ირაკლი კობახიძისკაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი წყალგამყოფი იყო.

დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სწორედ აღნიშნული პროექტის დამტკიცების გამო მიიღოსაპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების გადაწყვეტილება.

ლევან კობერიძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებამდეც ამბობდა, რომ არის პრინციპულისაკითხები კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხარს არ უჭერს. დეპუტატის თქმით, ერთ-ერთიასეთი საკითხი ფარული კენჭისყრის ძალაში დატოვებაა.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოსმოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

კენჭისყრას წინ უძღვოდა ხმაურიანი განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმედაუპირისპირდნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე