მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან - გახარია დავით გარეჯზე

საქართველო, თბილისი - 13:28 | 01.05.2019
ნანახია: 710

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსპირველი სხდომის შემდეგ, დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითკომენტარი გააკეთა.

„ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენიმემკვიდრეობა, პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურადშესაძლებელ, მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ. მე ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, არ მოვერიდები ამსიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დემარკაციის ფარგლებში, ჩვენდარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთანშეთანხმებას მივაღწევთ, ისეთს რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება, როგორცკულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე