უმრავლესობა "ქართული ოცნების" ოფისში ბესელია-კობახიძის საქმეზე მსჯელობს

საქართველო, თბილისი - 18:25 | 15.12.2015
ნანახია: 1449

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც საგანგებო შეკრება ბესელია-კობახიძის საქმეზე იმართება.  

შეხვედრას თავად კობახიძეც ესწრება. თუმცა, ის შენობაში, სავარაუდოდ, უკანა შესასვლელით შევიდა. ეკა ბესელია კი საქართველოში არყოფნის გამო ვერ ესწრება. 

უმრავლესობის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარის გაკეთებას თავს არიდებენ. ირაკლი სესიაშვილმა კი ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის ბრალდებები "უპასუხისმგებლო ქმედებად" შეაფასა და განაცხადა, რომ მას საკუთარი კოლეგების სამართლიანობაში ეჭვი არ შეაქვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე