ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას, აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 12:43 | 01.05.2019
ნანახია: 684

კრწანისის ტყე-პარკში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინიატრმა, მამუკა ბახტაძემმიმართა. პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევანდავითაშვილმა წარმოადგინა.

მამუკა ბახტაძემ, სიტყვით გამოსვლისას, მწვანე ეკონომიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბიომრავალფეროვნების დაცვასა და უნიკალური სახეობების აღდგენის მნიშვნელობას.

„დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ეს იქნება პროექტი, რომლითაც, დარწმუნებულივარ, იამაყებს არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს“, - განაცხადაქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ველურიბუნების სააგენტოს ძირითად ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. სააგენტოს მთავარი ფუნქცია, ბუნებაში აღწარმოების მიზნით, ადგილობრივი ფლორასა და ფაუნის მონიტორინგის გაწევა იქნება.

„ჩვენი მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიისფარგლებში აქ დაფუძნდება „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“, რომელიცა ქვეყნისმასშტაბით ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებსგანახორციელებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი იშვიათი ფრინველი„კოლხური ხოხობი" გაუშვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე