ანჯელინა ჯოლის საშინელი დაავადება პროგრესირებს

საქართველო, თბილისი - 12:31 | 01.05.2019
ნანახია: 4775

ანჯელინა ჯოლის, რომელიც ადრე დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა, კვლავ ონკოლოგიური პრობლემები აქვს. ამის გარდა, ის ნაწილობრივ პარალიზებულია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე მსახიობმა გამოცემა Vanity Fair-თან ისაუბრა.

ჯოლის თქმით, მას სახის ნახევარი პარალიზებული აქვს და მალე მკურნალობის ხანგრძილვი კურსის გავლა მოუწევს. დამბლით ანჯელინა ჯოლი სავარაუდოდ სარძევე ჯირკვლებისა დ საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ დაავადდა. ამჟამად, დაავადებამ მისი სახის კუნთების პარალიზება გამოიწვია. მანამდე დასავლური მედია წერდა, რომ მსახიობთან ონკოლოგიური დაავადება დაბრუნდა, რომელსაც ის ადრე ებრძოდა. უფრო მეტიც, ჯოლის განქორწინების შემდეგ გაუმწვავდა ბიპოლარული აშლილობა. ყველა ეს პრობლემა მსახიობის გარეგნობაზე აისახა - მისი კანი გამოშრა, თმა კი უფრო მეტად გაუჭაღარავდა.

ზოგიერთმა მედია საშუალებამ Vanity Fair-ის პუბლიკაცია გააკრიტიკა და მას ფეიკი უწოდა, რადგან ცოტა ხნის წინ ჯოლიმ დაადასტურა, რომ Marvel-ის ფილმში მონაწილეობას აპირებს.

ჰოლივუდის მსახიობმა აღიარა, რომ უარესს შედეგებს ელოდება და ანდერძიც კი შეადგინა, რომლის თანახმად, მისი სიმდიდრე უფროს ვაჟს - მედოქსს გადაეცემა. ჯოლი აპირებს მედოქსს დაუტოვოს თავისი ბიზნესი და კინოკომპანიის მმართველობა. მედოქსი კამბოჯაში გადაღებულ ანჯელინა ჯოლის ფილმის „მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს“ ტიტრებში აღმასრულებელ პროდიუსერად არის მითითებული. ბიჭი მაშინ 15 წლის იყო. ანჯელინამ თავის საქველმოქმედო ფონდს მედოქს ჯოლი-პიტის ფონდი უწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე