ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 10:51 | 01.05.2019
ნანახია: 753

"ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით, რომელიც გაბედულად იცავს დემოკრატიასა და  თავისუფლებას", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.

71 ადამიანი დაშავდა. ვენესუელაში ოპოზიციის მომხრეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების შედეგად. იუწყება CNN-ი. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.

გავრცელებული ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეროვნული არმიის ჯავშანტექნიკამ გადაურა.

დასავლური მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს ესროდნენ დაპირისპირებული მხარეების, ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს მომხრეები.

სამშაბათს ვენსუელაში მასობრივი არეულობები დაიწყო. დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ 1 მაისს ქვეყანაში დაიწყება ოპერაცია „თავისუფლების“ ფინალური ნაწილი. მან სამხედროებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებისგან ჩამოშორებაში დახმარებისკენ მოუწოდა.

მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ვენესუელის მოსახლეობის უმეტესობა მას მხარს უჭერს. მან ვენესუელელებს ქუჩებში გამოსვლისკენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე