იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს ეცნობიან

საქართველო, თბილისი - 18:09 | 15.12.2015
ნანახია: 1648

იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს ეცნობიან. პოპულარული გამომცემლობის Ozora Publishing"-ის რედაქტორი და ფოტოგრაფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისორგანიზებით ეწვივნენ.

პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა თბილისის ისტორიული უბნები და მცხეთა დაათვალიერეს, მოინახულეს ყაზბეგი და კახეთის სხვადასხვა ტურისტული ადგილები.

იაპონელი ჟურნალისტები 2016 წლის იანვრის ნომერში ღვინის ტურიზმის და ზოგადად საქართველოს ღირშესანიშნაობების შესახებ ვრცელსტატიებს მოამზადებენ.

პრესტურის მიზანია იაპონურ ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია. სტატისტიკურიმონაცემებით, 2015 წლის 11 თვეში იაპონიიდან საქართველოს 5387 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურპერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე