ტურისტები შრი-ლანკას ტოვებენ

საქართველო, თბილისი - 17:11 | 22.04.2019
ნანახია: 964

უცხოელი ტურისტები სასწრაფოდ ტოვებენ შრი-ლანკას, სადაც ტერაქტების სერია მოხდა. იუწყება Bloomberg-ი.

ტურიზმის განვითარების ბიუროს ხელმძღვანელის კიშუ გომესის თქმით, იმ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა, რომლებიც კუნძულს ტოვებენ უცნობია, თუმცა მათი რაოდენობა ათასობითაა.

ხელისუფლების წარმომადგენელთ განცხადებით, ტურიზმის სფეროს სერიოზული ზიანი მიადგება, თუმცა მისი შედეგები ჯერ კიდევ შესაფასებელია.

ქალაქ კანდიში ზუბა ბუდას ტაძარი და ქვეყნის სხვა ღირშესანიშნაობები მნახველებისთვის კვლავ დაკეტილია. Bloomberg-ის ცნობით, შრი-ლანკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მშპ-ის 5 პროცენტს შეადგენს.

კვირას შრი-ლანკაში აფეთქებების სერია მოხდა. ექვსი აფეთქება სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში მოხდა, მეშვიდე კუნძულის დასავლეთით, მერვე კი კოლომბოს გარეუბანში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 290-ს აღწევს, მათ შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ჰოლანდიის, აშშ-ის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავდა 500-მდე ადამიანი.

შრი-ლანკის პოლიციამ ტერაქტების კავშირში ბრალდებული 24 ადამიანი დააკავა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე