შრი-ლანკაში ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაადგინეს

საქართველო, თბილისი - 16:33 | 22.04.2019
ნანახია: 993

შრი-ლანკის პოლიციამ ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაადგინა, იუწყება Daily Mirror-ი.

პოლიციის ცნობით, ის კოლომბოს გარეუბანში ერთ-ერთი ფაბრიკის მფლობელი ინსან სილავანია. სილავანმა აფეთქება შრი-ლანკის დედაქალაქში სასტუმრო  Shangri-La-ში მოაწყო.

აღნიშნულია, რომ მანამდე პოლიციამ ამ ფაბრიკის ცხრა თანამშრომელი დაკავა, ისინი პატიმრობაში 6 მაისამდე დარჩებიან.

პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ტერორისტს, შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა სხვა თვითმკვლელებთან, რომლებიც კოლომბოს გარეუბან დემათაგოდაში მომხდარ აფეთქებაზე არიან პასუხისმგებელნი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე