აშშ-ში დააკავეს ბავშვიანი ქალი, რომელიც ეკლესიის აფეთქებით იმუქრებოდა

საქართველო, თბილისი - 16:07 | 22.04.2019
ნანახია: 986

აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოში პოლიციამ დააკავა შეიარაღებული ქალი, რომელიც 10 თვის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა და ეკლესიის აფეთქებით იმუქრებოდა.

პოლიციის ცნობით, 31 წლის ანა კონკი პისტოლეტით იყო შეიარაღებული და მრევლს აფეთქებით ემუქრებოდა. პოლიციის მისვლამდე მრევლმა მისი განიარაღება მოახერხა.

ქალის იარაღი დატენილი არ აღმოჩნდა. პოლიციამ ეკლესიაში ასევე ვერ აღმოაჩინა ასაფეთქებელი მოწყობილობა. 10 თვის ბავშვის გარდა სამართალდამცველებმა იპოვეს ქალის კიდევ ერთი შვილი- 5 წლის გოგონა. ორივე მცირეწლოვანი მეურვეებს გადაეცათ.

სან-დიეგოს პოლიციამ შრი-ლანკის ტერაქტების შემდეგ რელიგიური დაწესებულებების დაცვა გააძლიერა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე