თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ინციდენტის დროს დაშავებული 16 პაციენტი რჩება

საქართველო, თბილისი - 12:06 | 22.04.2019
ნანახია: 709

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ინციდენტის დროს დაშავებული 16 პაციენტი რჩება. მედიკოსების თქმით, მათი უმეტსეობა ის პოლიციელები არიან, რომლებმაც დაზიანებები თავის არეში მიიღეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხვა ტიპის ჩარევას არ საჭიროებენ.

პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება  40-ზე მეტ დაშავებულს გაეწია.

დღის განმავლობაში სტაციონარს რამდენიმე დაზარალებული კიდევ დატოვებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე