ივანიშვილმა ხალხი გააციგნა, გააბომჟა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:54 | 22.04.2019
ნანახია: 909

საქართველოში ივანიშვილმა ხალხი გააციგნა, გააბომჟა - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მყოფი უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფ ქართველებზე საუბრისას გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, ქართველები ასეთ ვითარებამდე ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მიიყვანა.

„გუშინ წინ ვიყავი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ვნახე კარვებში დაწვენილი მამა, რომელსაც სამი შვილი, სამი შვილი ჰყავს ჩამოყვანილი და შიმშილით კვდება. მე ვნახე ყოფილი ექიმი, მედდა, რომელიც გუშინ მუშაობდა, მე ვნახე ყოფილი პოლიციელი, მე ვნახე ომის ვეტერანი აფხაზეთის, რომელსაც ორი ფეხი მოაჭრეს. ჩამოვიდა ოპერაციისთვის, იმიტომ რომ ახლა ხელების მოსაჭრელად აქვს საქმე. საქართველოში აღარ უფინანსებენ ოპერაციას, თუმცა, ჩემ დროს 100 %-ით უფინანსებდნენ. მე არ მინდა ვაწყენინო ბოშებს.. საქართველოში ივანიშვილმა ხალხი გააციგნა, გააბომჟა. ჩემი თვალით ვნახე ეს გუშინ. საფრანგეთის ყველაზე ისეთ ქალაქში, ქუჩაში დაყრილი საქართველოს მოქალაქეები“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე