გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მცველს ბრალი წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 16:09 | 18.04.2019
ნანახია: 1178

ჰამბურგის პროკურატურამ შტუტგოფის ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მცველი, 92 წლის ბრუნო დ. ტუსაღების მკვლელობების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. წერს გაზეთი Welt-ი

ბრალდებული ბრუნო დ. პოლონეთში, შტუტგოფის საკონცენტრაციო ბანაკში მცველად 1944-45 წლებში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ნაცისტებმა 5230 ადამიანი მოკლეს გაზის კამერებში, ზოგიერთი მათგანი სიცოცხლეს წამებით, შიმშილითა და შხამის ინექციით გამოასალმეს.

2018 წლის ზაფხულში ბრალდებულმა აღიარა, რომ ადამიანებს გაზის კამერებში აგზავნიდა და მათ სიკვდილს აკვირდებოდა.

ბრუნო დ. 17 წლის იყო, როდესაც ბანაკში მუშაობა დაიწყო. მისი თქმით, ის ნაცისტებს მხარს არასდროს უჭერდა და მათ რიგებში გულის ავადმყოფობის გამო ჩადგა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ის მხოლოდ გარნიზონის სამსახურში გამოდგებოდა. მან განაცხადა, რომ თანაუგრძნობდა მოკლულებს, თუმცა თავი დამნაშავედ არ უღიარებია. „რა შეიცვლებოდა თუ სამსახურიდან წავიდოდი? ისინი ხომ სხვას იპოვიდნენ,“- აღნიშნა მან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე