„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:37 | 18.04.2019
ნანახია: 816

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. უმრვლესობის წევრები პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან. სხდომაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განიხილავენ, რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეიმუშავეს. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა უმრავლესობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციების ის ნაწილი, რომელიც გამოცდების მოხსნას და ინტერესთა კონფლიქტს შეეხება იუსტიციის საბჭოში.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, შენიშვნების ძირითად ნაწილს გაითვალისწინებენ, თუმცა არის პუნქტები, რომლის ირგვლივაც გუნდში განსხვავებული პოზიციებია, მათ შორისაა კონკურსში მონაწილე არამოსამართლე კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებისა და კენჭისყრის ღია მეთოდით ჩატარების საკითხები. ასევე, წინასწარი განცხადებებიდან ირკვევა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს იმ პუნქტის გათვალისწინებას, რომლის მიხედვითაც, ევროპელი ექსპერტები მმართველი გუნდს ურჩევენ, მოსამართლეთა ერთი ნაწილი მომავალი მოწვევის პარლამენტმა შეარჩიოს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე