მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 16:37 | 17.04.2019
ნანახია: 1017

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვრის დიდ მონაკვეთზე კედლის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.

 „დემოკრატები შვებულებიდან უნდა დაბრუნდნენ კონგრესში და შეცვალონ მიგრაციის კანონმდებლობა, ან საზღვარზე ვითარება დიდებული მუშაობის მიუხედავად, გაუარესდება. ახლა კედლის დიდი ნაწილი შენდება“, - წერს პრეზიდენტი მიკრობლოგ  Twitter-ში.

პენტაგონმა 10 აპრილს გააფორმა  ერთი მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტები ორ კომპანიასთან მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად.

აპრილის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარს მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაკეტავს თუ მექსიკის ხელისუფლება მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად არაფერს იღონებს. ამასთან, ტრამპმა აღიარა, რომ საზღვრის ჩაკეტვა აშშ-ის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე